პროფერტილი ქალი

 

საკვები დანამატი შვილის  ყოლის მსურველი პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის მქონე ქალებისთვის

პროფერტილი ქალი სპეციალურად შექმნილია შვილის ყოლის მსუველი ქალების სპეციფიური ნუტრიციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც აქვთ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი. ის შეიცავს სპეციალურად ადაპტირებულ ნუტრიენტებს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის ნუტრიციული მართვისათვის და ოპტიმალურად ამზადებს აღნიშნული სამედიცინო მდგომარეობის მქონე ქალის ორგანიზმს ორსულობისათვის.

ქალის ჰორმონული სისტემა განსაკუთრებულად რთულ სისტემას წარმოადგენს, რომელზეც გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს. გარდა უშუალოდ ქალის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტებისა, გარეშე ფაქტორები, როგორიცაა სტრესი, ხმაური, სხვადასხვა სახის სტიმულატორები (ნიკოტინი, ალკოჰოლი და ა.შ.), გარემოს დაბინძურება და არაპროგნოზირებადი სოციალურ-ეკონომიკური  ფაქტორები, ასევე, მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ქალის ჰორმონულ ბალანსზე.

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰორმონული დაავადებაა რეპროდუქციული ასაკის ქალებში და ახდენს რა ქალის ფერტილობის დარღვევას, ის  ქალების უნაყოფობის წამყვან მიზეზად გვევლინება. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენა, რომელიც, როგორც წესი, პუბერტატული ასაკიდან იწყება, საკმაოდ რთულია. სიმპტომები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს სხვადასხვა ქალისათვის, განსხვავებულია, აგრეთვე,  მათი გამოვლინების სიმწვავეც.

როდესაც უშუალოდ ამ დაავადების სიმპტომებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ ქალის ჰორმონული ბალანსის მარეგულირებელი კომპლექსური მექანიზმების მოშლა გადამწყვეტ როლს ასრულებს. გარდა ქალისა (ესტროგენები) და მამაკაცის სასქესო ჰორმონებისა (ანდროგენები), პათოლოგიურ პროცესებზე უპირატესად პასუხისმგებელია  მალუთეინიზებელი (LH) და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონები (FSH). ეს ორი უკანასკნელი მნიშვნელოვანია საკვერცხის ფუნქციის რეგულაციისათვის.

სასქესო ჰორმონების ციკლის ჰარმონიის წლების განმავლობაში მიმდინარე დარღვევას შეუძლია მეტაბოლური დარღვევებიც გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, დამატებით ორგანულ ცვლილებებს იწვევს, როგორიცაა, მაგალითად, ცისტის ფორმირება ან ცხიმოვანი უჯრედების დეპონირება. ეს ცვლილებები პირდაპირ მოქმედებს კვერცხუჯრედების განვითარებასა და მომწიფებაზე, შესაბამისად,  წარმატებულ ოვულაციაზე, რაც საბოლოოდ ხელს უშლის წარმატებულ ჩასახვასა და ორსულობას.

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) წარმოადგენს დარღვევათა კომპლექსს, რომელიც სხვადასხვა სიმპტომების საშუალებით ვლინდება, როგორიცაა, მაგალითად, მენსტრუალური ციკლის არარსებობა ან გაიშვიათება და მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა, ასევე სიმსუქნე, აკნე და თმის ცვენა, გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა და სისხლის ლიპიდების დონის მომატება, მაღალი არტერიული წნევა. გარდა ამისა, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) მქონე ქალებში უფრო ხშირად გვხვდება მეტაბოლური სინდრომისა და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დიაგნოზი, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება ჰაშიმოტოს თირეოიდიტი.

ქალების უმეტესობას, რომელთაც აქვთ შვილის ყოლის დაუკმაყოფილებელი სურვილი, მხოლოდ ზოგიერთი სიმპტომი უვლინდებათ და პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის(PCOS) სრული კლინიკური სურათი არ უვითარდებათ. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოზის დასადგენად საკმარისია ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ორი მათგანის არსებობა: 1) ოვულაციის არარსებობა ან იშვიათი ოვულაცია 2) მამაკაცის  ჰორმონების სიჭარბე  თანხმლები შესაბამისი კლინიკური (გარეგანი) გამოვლინებებით, როგორიცაა აბდომინური სიმსუქნე (მამაკაცური ტიპის სიმსუქნე), ჭარბთმიანობა, აკნე და თმის ცვენა, გაძლიერებული პიგმენტაცია და 3) საკვერცხის მრავლობითი ცისტები.

სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) მქონე  ქალებში ირღვევა სასქესო ჰორმონების ბალანსი, რასაც თან ახლავს ენერგიის, ცხიმისა და გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები, შედეგად ხდება საკვებში არსებული ნუტრიენტების შეწოვისა და გადამუშავების უნარის შემცირება. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომთან (PCOS) ასოცირებული ფერტილობის დარღვევების შედეგად იმატებს იმ კონკრეტული ნუტრიენტების მიწოდების საჭიროება, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი ჩასახვის პროცესისა და ორსულობის ოპტიმალური მიმდინარეობისათვის.

ცხოვრების წესის ცვლილებისა და კვებითი ჩვევების ადაპტირების გარდა, რაც გამოიხატება სხეულის მასის შემცირებით, რაციონში საკვები ბოჭკოს გაზრდით, მარტივი ნახშირწყლების მიღების შემცირებითა და ნაწლავის ფლორის აღდგენით, საჭიროა, აგრეთვე, სპეციალურად ადაპტირებული ნუტრიენტული ფორმულის გამოყენება პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის მქონე ქალების ნუტრიციული მართვისათვის, რათა ქალის ორგანიზმი რეგულარულად უზრუნველყოფილი იყოს საჭირო ნუტრიენტების ადექვატური რაოდენობით ორსულობისათვის ხელსაყრელი წინაპირობების შესაქმნელად.

 

ორსულობისათვის მზადება  საკვები ნუტრიენტების საჭირო მარაგის მიწოდებით:

 

პოლიცისტური საკვერცხის  სინდრომის (PCOS) დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომზადება ორსულობისათვის სპეციფიური ნუტრიენტების მიღებით, რადგან ამ ნივთიერებების ენდოგენური წარმოქმნა თანმხლები მეტაბოლური დარღვევების გამო შემცირებულია.  საუკეთესო შემთხვევაში, კონკრეტულად, ფოლიუმის მჟავა და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების მიღება სასურველია დაიწყოს ორსულობის დადგომამდე - განსაკუთრებით, კი მაშინ, თუკი არსებობს შვილის ყოლის სურვილი. ორგანიზმისათვის საჭირო საკვები ნუტრიენტების ამგვარი მიზნობრივი მიწოდება ოპტიმალურ პირობას შექმნის ორსულობისათვის, რომელიც დასაწყისიდანვე კარგად წარიმართება.

 

რეგულარული ოვულატორული ციკლი:

 

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია არარეგულარული ციკლი იშვიათი ოვულაციის ან ოვულაციის არარსებობის გამო. ციკლის პირველ ნახევარში დომინირებს ესტროგენები. ამ ჰორმონების ზეგავლენით ორგანიზმი შესაძლო ორსულობისათვის საჭირო ნუტრიენტების მომარაგებას ახდენს. საკვერცხეში კვერცხუჯრედის მომწიფება ხდება და ენდომეტრიუმის სისქე იზრდება. ოვულაციის შემდგომ, მე-14 დღეს იწყება ციკლის მეორე ნახევარი, რომლის დროსაც უპირატესად პროგესტერონი დომინირებს. კვერცხუჯრედი ფალოპის მილის გავლით საშვილოსნოში მიგრირებს. ამ მიგრაციის დროს, შესაძლებელია, მისი  სპერმატოზოიდით განაყოფიერება მოხდეს. ყვითელი სხეულის ჰორმონი (პროგესტერონი) აფერხებს ენდომეტრიუმის ჩამოშლას და ამგვარად პირველ დღეებში ორსულობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. თუ განაყოფიერება არ ხდება, ყვითელი სხეული (პროგესტერონის პროდუქციის ადგილი) კვდება და ორგანიზმი მენსტრუაციის გზით საშვილოსნოს უკვე უსარგებლო შიგნითა გარსს ენდომეტრიუმს თავიდან იშორებს. მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ ციკლი თავიდან იწყება. 

კვერცხუჯრედის მომწიფებისა და მოცილების ამ ბიოლოგიურად რთული პროცესის მიმდინარეობისას ქალის ორგანიზმს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ნუტრიენტი სჭირდება, როგორიცაა მაგალითად სელენი ან კოენზიმი Q10, რომლებიც კვერცხუჯრედისათვის ოქსიდაციურ წონასწორობას და  ენერგიის ოპტიმალურ მიწოდებას უზრუნველყოფს. სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ ამ ნუტრიენტების საჭიროება პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში მეტად გაზრდილია.

 

ოპტიმალური იმპლანტაცია:

 

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) დროს ჰორმონულმა დისბალანსმა  ცალკეული აუცილებელი ნუტრიენტის (მაგალითად, E ვიტამინის ან ცალკეული ენერგეტიკული ნივთიერების) მიღების ან გადამუშავების შემცირებასთან ერთად,  შესაძლოა, ენდომეტრიუმის არასათანადოდ ჩამოყალიბება გამოიწვიოს, რითაც კიდევ უფრო რთულდება სიცოცხლისუნარიანი კვერცხუჯრედის საშვილოსნოში იმპლანტაცია. თუკი კვერცხუჯრედი განაყოფიერებულია და საშვილოსნოს მიაღწევს, მას შეუძლია საშვილოსნოს გარსს მიემაგროს, რომელიც იმპლანტაციისთვის უკვე მომზადებულია. ამის შემდგომ პროგესტერონის უწყვეტი მიწოდება საშვილოსნოს შიგნითა გარსის ჩამოშლას ხელს უშლის, რადგან სხვაგვარად ორსულობის შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება. აგრეთვე, მომავალი დედის იმუნური სისტემის ფუნქცია ამ ეტაპზე მცირედ დაქვეითებულია, რათა გაყოფის პროცესში მყოფი განაყოფერებული კვერცხუჯრედი ორგანიზმმა უცხო სხეულად არ აღიქვას და არ გაანადგუროს. ორსულობის ამ ადრეულ ვადაზე ემბრიონი თავისი გენეტიკური მასალის დაზიანების მიმართ მეტად სენსიტიურია. ემბრიონის განვითარების საწყის ეტაპზე მსგავს დაზიანებას ხშირად ორსულობის შეწყვეტა მოსდევს. ამგვარად, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) გამო შემცირებული სპეციფიური ნუტრიენტების რეგულარული მიზნობრივი მიღება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ოპტიმალური იმპლანტაციის ხელშეწყობისათვის შეუცვლელია პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე საკუთარი შვილის ყოლის მსურველი ქალების ნუტრიციული მართვისათვის.

პროფერტილი ქალის შემადგენლობაში შემავალი ნუტრიენტები საგულდაგულოდ არის შერჩეული პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში ჯანსაღი ორსულობისთვის ოპტიმალური წინაპირობისა და შემდგომ ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად. თითოეული ამ ნუტრიენტის აუცილებლობა მეცნიერულად დადასტურებულია და მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად მათი დადებითი გავლენა ორსულობაზე დამტკიცებულია. პროფერტილი® ქალის შემადგენლობაში შემავალი ნუტრიენტების ერთობლიობა აუცილებელია საკუთარი შვილის ყოლის მსურველი პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ქალების ნუტრიციული მართვისათვის.

 

პროფერტილი ქალის შემადგენლობა

 

  შემადგენლობა

  დღეში

  ხელშემწყობი ფუნქცია

რბილი კაფსულა

 

 

ორსულობისათვის მზადება

  ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები

  500 მგ

ტაბლეტი

  ფოლიუმის მჟავა

  800 მკგ

  სელენი

  70 მკგ

რეგულარული ოვულატორული ციკლი

  კოენზიმი Q10

  30 მგ

  ვიტამინი E

  30მგ

 

ჩასახვა

  მწვანე ჩაის ექსტრაქტის კატექინები

  4 მგ

  ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტის გლიცირიზინი

  12 მგ

 

ინფორმაცია ნუტრიციული მახასიათებლების  შესახებ

 

პროფერტილი ქალი არის  სპეციფიკური სამედიცინო დანიშნულების საკვები და განკუთვნილია საკუთარი შვილის ყოლის მსურველი პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ქალების ნუტრიციული მართვისათვის.

პროფერტილი® ქალის სპეციალური ნუტრიციული ფორმულა (შემადგენლობა) შეესაბამება პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ქალების განსაკუთრებულ ნუტრიციულ მოთხოვნილებებს.  დაბალანსებული დოზირების საშუალებით აღნიშნული პროდუქტი ამ გამოყენების სფეროში მიკრონუტრიენტების გაზრდილ მოთხოვნილებას  აკმაყოფილებს. პროფერტილი® ქალი მხოლოდ იმ ნუტრიენტებს შეიცავს, რომლებიც მხოლოდ ნუტრიციულ და დიეტურ მიზნებს ემსახურება.

 

ფოლიუმის მჟავა

 

ქალებში ფერტილობის დარღვევები ხშირად ჰომოცისტეინის მომატებულ მაჩვენებელს უკავშირდება. ჰომოცისტეინი ცილების დაშლის შედეგად წარმოიქმნება და, მაგალითად, ფოლიუმის მჟავის არასაკმარისი რაოდენობისას მისი დაგროვება ხდება. ჰომოცისტეინის ჭარბ დონეს შეუძლია ფოლიკულისა და კვერცხუჯრედის მომწიფებაზე, ენდომეტრიუმის მომზადებასა და კვერცხუჯრედის ნიდაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ჰომოცისტეინის დონის შემცირება ფოლიუმის მჟავის მიღებით - განსაკუთრებით კი პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ქალებისათვის, ვისთანაც ხშირია ოვულაციის დარღვევები, თხელი ენდომეტრიუმი სუსტი სისხლმომარაგებით, ემბრიონის ნიდაციისა  და  განვითარების დარღვევები და აბორტის მომატებული რისკი - ნუტრიციული მართვისათვის აუცილებელი საყრდენია.

ფოლიუმის მჟავა ადამიანის სხეულის ყველა უჯრედის რეგენერაციისა და  გაყოფის პროცესებში მონაწილეობს  და ამგვარად, ის მნიშვნელოვანი ნუტრიენტია კვერცხუჯრედისა და ემბრიონის ჯანსაღი განვითარებისათვის. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა, განსაკურებით, ჩასახვის პირველი დღეებისა და კვირების განმავლობაში, ბავშვის განვითარების პათოლოგიების რისკს ზრდის. ვინაიდან ორსულობა ამ ეტაპზე ხშირად დადგენილი არ არის, რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავის რეგულარული მიღება დაგეგმილ ორსულობამდე ცოტა ხნით ადრე - უკეთეს შემთხვევაში შვილის ყოლის გადაწყვეტილების მიღებისთანავე და ორსულობის დადგომამდე სულ მცირე  4 კვირით ადრე.

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში მეტაბოლიზმი ხშირად  ისედაც შეცვლილი და შენელებულია ოჯახის დაგეგმვამდე კარგა ხნით ადრე მრავალი სხვადასხვა ფაქტორის გამო, ამიტომაც კვერცხუჯრედისა და მისი გარემოს განვითარებისათვის  სათანადო პირობების შექმნა, ნუტრიენტების რეგულარული და მიზნობრივი მიღება ნამდვილად აუცილებელია ქალის ორგანიზმისათვის.

 

ვიტამინი E

 

თავისუფალი რადიკალები (ROS-რეაქტიული ჟანგბადის სახეობები) წარმოადგენენ მოლეკულებს,  რომლებსაც ერთი ან რამდენიმე გაუწყვილებელი ელექტრონი გააჩნიათ და თავიანთ გარემოსთან რეაქციაში ადვილად შედიან. თუკი თავისუფალი რადიკალების რაოდენობა ფიზიოლოგიურ დონეს აჭარბებს, ვითარდება ოქსიდაციური სტრესი, რამაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს გრანულოზურ უჯრედებზე, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჰორმონდამოკიდებული პროცესებისა და კვერცხუჯრედის ხარისხისათვის. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში ოქსიდაციური სტრესის შემცირებამ ისეთი ანტიოქსიდანტების საშუალებით, როგორიცაა, მაგალითად, ვიტამინი E, შესაძლოა შედეგად გააუმჯობესოს სასქესო ჰორმონების ბალანსი, კვერცხუჯრედის მორფოლოგია და სიცოცხლისუნარიანობა.

ანტიოქსიდაციური და ანტიკოაგულაციური ეფექტების და შედეგად გაუმჯობესებული სისხლის მიმოქცევის გამო ვიტამინ E-ს  შეუძლია ხელი შეუწყოს ენდომეტრიუმის ფორმირებასა და ჩასახვისადმი  მზაობის გაუმჯობესებას. ვიტამინი E-ს  ანტიკოაგულაციურმა მოქმედებამ, ასევე, შესაძლოა, ხელი შუწყოს ფოლიკულების სისხლმომარაგების გაუმჯობესებას, გრანულოზური უჯრედების ზრდასა და ესტროგენის პროდუქციას, რაც, თავის მხრივ, ენდომეტრიუმის მორფოლოგიისა და ფუნქციის გაუმჯობესებას ახდენს.

 

სელენი

 

სელენი  უამრავი ფერმენტის  (სელენოპროტეინების) შემადგენლობაში შედის, სხვადასხვა მეტაბოლური და ოქსიდაციური პროცესების საშუალებით კვერცხუჯრედის ენერგიით უზრუნველყოფასა და მეტაბოლიზმში  მონაწილეობს. ორსულობის ადრეულ ეტაპზე სელენის დეფიციტი უკავშირდება ორსულობის შეწყვეტას, პრეეკლამპსიას,  ნაადრევ მშობიარობას, ახალშობილის მცირე წონასა და  კუნთების სისუსტეს ბავშვობის ასაკში.

სელენის დეფიციტმა შესაძლოა სასქესო ჰორმონების ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს, რაც სელენის მნიშვნელოვან როლს ჰიპერანდროგენიის  (მამაკაცური ნიშნების) განვითარებაში პოლიცისტური საკვერცხის სინდრომისას (PCOS) ხაზს უსვამს. კვლევებით ვლინდება, რომ სელენის მიზნობრივად მიღებამ შესაძლოა ტრიგლიცერიდების დონე და ინსულინრეზისტენტობა პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში შეამციროს.

 

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები

 

გრძელჯაჭვიანი  ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების (EPA და DHA) ჩასახვამდე მიღება ენდომეტრიოზის რისკის შემცირებასთან ასოცირდება, რასაც ნიდაციის შეფერხება შეუძლია და ფერტილობის პრობლემების შესაძლო გამომწვევ მიზეზად ხშირად გვევლინება. EPA-სა და DHA-ს დამაბალანსებელ მოქმედებას შეუძლია ესტრადიოლის ჭარბი გამოთავისუფლება დაარეგულიროს, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს განაყოფიერებისადმი მზაობასა და იმპლანტაციას. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში გრძელჯაჭვიანი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მაღალ კონცენტრაციას შესაძლოა ანტიანდროგენული ეფექტი ჰქონდეს და ლიპიდური ცვლის გაუმჯობესებას ხელი შეუწყოს. ინ-ვიტრო განაყოფიერების მსურველი ქალებისათვის  ომეგა 6 და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების სასურველმა თანაფარდობამ შესაძლოა ნიდაციისა და ორსულობის რიცხვის ზრდას ხელი შეუწყოს.

 

კოენზიმი Q10

 

კოენზიმი Q10  მნიშვნელოვანი ნუტრიენტს წარმოადგენს, რომელიც ორსული ქალის მიტოქონდრიების საჭირო ენერგიით მომარაგებას უწყობს ხელს, ვისი მიტოქონდრიული დნმ-იც მემკვიდრეობით გადაეცემა შთამომავალს. ორგანიზმს შეუძლია კოენზიმი Q10 თავად წარმოქმნას, მაგრამ აღნიშნული უნარი ასაკთან ერთად ქვეითდება. შესაბამისად, მისი მიღება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან მიტოქონდრიის ფუნქციის დარღვევამ ორგანიზმის საკუთარი კოენზიმი Q10-ის არასაკმარისი რაოდენობით ხელმისაწვდომობის გამო, შესაძლოა, გამოიწვიოს ენერგიის არასაკმარისი მიწოდება და ოოციტების ფუნქციის დარღვევა, რაც, თავის მხრივ, უნაყოფობას იწვევს, განსაკუთრებით, ორსულობის მსურველ ხანდაზმულ ქალებში. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში კოენზიმი Q10-ის დამატებით მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს მიტოქონდრიის აქტივობა, მოახდინოს ფოლიკულების წარმოქმნის სტიმულაცია, ხელი შეუწყოს მენსტრუალური ციკლის დარეგულირებას და შეანელოს კვერცხუჯრედების გაძლიერებული დაბერება.

 

კატექინები

 

კატექინები მწვანე ჩაის ექსტრაქტისგან მიიღება და ანტიოქსიდაციური მოქმედება გააჩნიათ. სხვადასხვა სახის ბიოლოგიური მოქმედებით ისინი ამცირებენ ანთებით პროცესებს, თრომბოციტების აგრეგაციასა (სისხლის კოლტების ფორმირებას) და  ვასკულური რეაქტიულობის (სისხლძარღვების რიგიდულობა) ზრდას. მწვანე ჩაის კატექინების ანტიოქსიდაციური და ანტითრომბოზული მოქმედება შესაძლოა დადებით გავლენას ახდენდეს საშვილოსნოსა და საკვერცხეების სისხლის მიმოქცევაზე.

მწვანე ჩაის კატექინებს შეუძლიათ შეამცირონ თეკის უჯრედების ფოლიკულური შრის სისქე და შესაბამისად შეამცირონ ანდროგენული სტეროიდების პროდუქცია. ეს ამცირებს ფოლიკულების რაოდენობას და ამგვარად ზრდის მათ შესაძლებლობებს. მწვანე ჩაის კატექინები, აგრეთვე, ამცირებს ინსულინრეზისტენტობას და ლიპიდების დონეს.

 

გლიცირიზინი

 

გლიცირიზინი არის ძირტკბილას შემადგენელი ნივთიერება და სხვა მრავალ თვისებასთან ერთად ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიანდროგენული მოქმედებაც ახასიათებს, რაც ხელს უწყობს აკნეს, მამაკაცური ნიშნების, თმის ცვენისა და მამაკაცური ჰორმონების სიჭარბის (ჰიპერანდროგენიის) სხვა თანმდევი მდგომარეობების შემსუბუქებას. საკვერცხეში ტესტოსტერონის პროდუქციის მარეგულირებელი ეფექტის საშუალებით აღნიშნული მიკრონუტრიენტი ხელს უწყობს მამაკაცური ჰორმონების გაზრდილი კონცენტრაციისა და ანოვულატორული ციკლის შემცირებას, ამცირებს ტესტოსტერონის დონეს, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და მნიშვნელოვნად ზრდის ოვულაციის მაჩვენებელს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში.

 

რეკომენდებული დოზირება

 

მიიღეთ 1 რბილი კაფსულა და 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ საკვების მიღების დროს ან საკვების მიღების შემდეგ და დააყოლეთ რომელიმე სასმელი სითხე. როგორც წესი ტაბლეტი აუცილებლად უნდა მიიღოთ რბილ კაფსულასთან ერთად. დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ ექიმს.

 

გამოყენების ხანგრძლივობა

 

პროფერტილი ქალი შესაძლებელია მიიღოთ ჩასახვისათვის მზადების დროს სასურველ ორსულობამდე.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 

მიიღეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს პირველად მიღებამდე ან გამოყენების რეკომენდებული ჩვენებების ცვლილების დროს.

შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვის ზომა

 

პროფერტილი ქალი ხელმისაწვდომია შეფუთვაში 28 დღიური დოზით (1 თვის საკმარისი რაოდენობა) და 84 დღიური დოზით (3 თვის საკმარისი რაოდენობა).

 

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, შპს „ელელგრუპი“

ტელ: +995 032 223 81 07, +995 599 17 85 25, +995 591 900 347

 

მწარმოებელი

 

წარმოებულია ევროკავშირში

Lenus Pharma GesmbH-სათვის

ვენა, ავსტრია