ოლესტირი

ოლესტირ®

ქოლესტირამინი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად- USP (აშშ ფარმაკოპეა)

ანტიჰიპერქოლესტერინული - ანტიდიარეული

რეგულარული ფხვნილი ფორთოხლის არომატით

მარტივი ფხვნილი შაქრის გარეშე - ლიმონის/ლაიმის არომატით

მარტივი ფხვნილი შაქრის გარეშე - ფორთოხლის არომატით

 

ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ეს საინფორმაციო ფურცელი განკუთვნილია ოლესტირ® რეგულარული ფხვნილის ან ოლესტირ® მარტივი ფხვნილის მომხმარებლებისათვის

ოლესტირ®ამცირებს ქოლესტერინის, კერძოდ, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინ-ქოლესტერინის (LDL-C), დონეს სისხლში. ოლესტირ® ნაწლავში ქოლესტერინის შემბოჭველი ნაღვლის მჟავების რაოდენობას ამცირებსდა კომპლექსსაყალიბებს, რომელიც განავალთან ერთადგამოიყოფა. ნაწლავში ნაღვლის მჟავების რაოდენობის შემცირება ქოლესტერინის ნაღვლის მჟავებად გარდაქმნას იწვევს და ამით სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებს.

ოლესტირ®მიღება დასაშვებია მხოლოდ თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ის გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება, რეკომენდებული სამედიცინო და მკაცრად კონტროლირებული დიეტის დროს ჰიპერქოლესტერინემიის ხანგრძლივი მკურნალობისას და არ წარმოადგენს ასეთი დიეტის ალტერნატივას. დამატებით, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეგირჩიოთ ვარჯიშისა და სხეულის მასის კონტროლის შესაბამისი რეჟიმი. გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური მითითებების მიხედვით. არ შეცვალოთ დოზირება თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე. არ შეწყვიტოთ მიღება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, რადგან ამან შესაძლოა, თქვენს სისხლში ლიპიდების დონის მომატება გამოიწვიოს.

ოლესტირ®ნაჩვენებია ნაღვლის მჟავებით გამოწვეული დიარეის სიმპტომური მკურნალობისთვის მოკლე ნაწლავის სინდრომის დროს.

ოლესტირ®ნაჩვენებია ნაწილობრივი ბილიარული ობსტრუქციის დროს ქავილის შესამსუბუქებლად.

ოლესტირ®მარტივი ფხვნილის შაქრის გარეშე შემადგენლობა:

დოზის ყოველი 5 გრამი შეიცავს 4 გრამ ქოლესტირამინის ფისს და შემდეგ არა-სამედიცინო ინგრედიენტებს: ასპარტამი (ოლესტირ®მარტივი ფხვნილის ყოველი 5 გრამი შეიცავს 50მგ ასპარტამს (ფენილალანინის წყარო), უწყლო ლიმონმჟავას, კოლოიდურ სილიციუმის დიოქსიდს, მედიკამენტისა და საკვების საღებავს -FD&C yellowN6 , ფორთოხლის არომატს და პროპილენგლიკოლისალგინატს.

ოლესტირ®აგრეთვე ხელმისაწვდომია ლიმონი/ლაიმის არომატით და შემდეგი არა-სამედიცინო ინგრედიენტებით: ასპარტამი, უწყლო ლიმონმჟავა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მედიკამენტისა და საკვების საღებავი N10, ნატურალური ლიმონის/ლაიმის არომატი და პროპილენგლიკოლისალგინატი.

ოლესტირ® რეგულარული ფხვნილის შემადგენლობა:

ოლესტირ®დოზის ყოველი 9 გრამი შეიცავს 4 გრამ ქოლესტირამინის ფისს ა შემდეგ არა-სამედიცინო ინგრედიენტებს: უწყლო ლიმონმჟავა, კოლოიური სილიციუმის დიოქსიდი, მედიკამენტისა და საკვების საღებავი N10,d&cყვითელი N10 ალუმინის ლაქი, მედიკამენტისა და საკვების საღებავს -FD&C yellowN6, ფორთოხლის არომატი, პროპილენგლიკოლისალგინატი და საქაროზა.

მედიკამენტის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენ ექიმს, თუ:

· უკვე იღებდით ოლესტირ®და განგივითარდათ ალერგია ან აუტანლობა

· გაქვთ დიაბეტი

· გაქვთ თირკმლის დაავადება

· ხართ ორსული ან გეგმავთ ორსულობას, ან ხართ მეძუძური დედა

· იღებთ ნებისმიერ სხვა მედიკამენტს

ხანდაზმულებში შესაძლოა განვითარდეს გასტროინტესტინალური გვერდითი (არასასურველი) ეფექტები უფრო ხშირად

მიუხედავად იმისა, რომ ოლესტირ®არ შეიწოვება პერორალური მიღებისას, გვერდითი ეფექტები ნაყოფზე ორსულების და ჩვილზე ძუძუთი კვებისას შესაძლოა გამოვლინდეს პოტენციურად ვიტამინებისა და ნუტრიენტების შეწოვის დარღვევის გამო.

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ოლესტირ®-ისეფექტი მიოკარდიუმის ინფარქტის, ათეროსკლეროზისა და გულის დაავადებების პრევენციაზე ცნობილი არაა.

სასურველია, სხვა მედიკამენტები მიიღოთ ოლესტირ® მიღებამდე 1 საათით ადრე ან 4-6 საათის შემდეგ ოლესტირ®-ის მიღებიდან (დასაშვებია დროის უფრო დიდი შუალედით მიღებაც), რადგან შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ შეწოვაზე.

მედიკამენტის სწორი გამოყენება

ოლესტირ® მარტივი ფხვნილისა და ოლესტირ® რეგულარული ფხვნილის მომზადების წესი.

ოლესტირ® მარტივი ფხვნილისა და ოლესტირ® რეგულარული ფხვნილისმშრალი სახით მიღება დაუშვებელია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მოხრჩობის შეგრძნება.

ყოველთვის შეურიეთ სითხეს ოლესტირ® მარტივი და რეგულარული ფხვნილი მიღებამდე. ოლესტირ® მარტივი და რეგულარული ფხვნილი შესაძლოა გაიხსნას სითხეში ან კარგად ხსნად საკვებში.

ოლესტირ® მარტივი ან რეგულარული ფხვნილის პაკეტის შიგთავსს დაუმატეთ 120მლ-180მლ წყალი ან თქვენთვის სასურველი არაგაზირებული სასმელი, მაგ., რძე, ფორთოხლის წვენი. 2 წუთის შემდეგ კარგად შეურიეთ ინტენსიური მორევით ან გამოიყენეთ შეიკერი. ოლესტირ® მხოლოდ ამის შემდეგაამზადმისაღებად.

კარგად ხსნად საკვებში შერევისას, როგორიცაა წვნიანი, იოგურტი ან პუდინგი, ჯერ ჩაყარეთ ჭურჭელში ოლესტირ® მარტივი ან რეგულარული ფხვნილის პაკეტის შიგთავსი, შემდეგ დაასხით სასურველი კერძი, კარგად მოურიეთ და ისე მიიღეთ.

გამოტოვებული დოზის ნაცვლად არ მიიღოთ ოლესტირ® მარტივი ან რეგულარული ფხვნილის ორმაგი დოზა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ან ტოქსიკოლოგიის ცენტრს, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად.

გვერდითი ეფექტები (არასასურველი)

მოსალონელი პირდაპირი ეფექტის პარალელურად, ნებისმიერ მედიკამენტმა ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს და გაქრეს ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე. თუმცა, თუკი არასასურველი ეფექტი გრძელდება ან შემაწუხებელია, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია შეკრულობა. ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები მოიცავს მუცლის დაჭიმვასა და შებერილობას, მეტეორიზმს, გულისრევას, ღებინებას, ანორექსიას, გულძმარვას, დისპეპსიას, გამონაყარს, კანის გაღიზიანებას, ენისა და პერიანალური არის ირიტაციას.
ეს მედიკამენტი ნაჩვენებია ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის დროს და განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. ნუ მისცემთ მედიკამენტს სხვა პირს.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 15-30 გრადუსზე. მოარიდეთ ნესტს.

სამედიცინო ინფორმაცია:1-888-550-6060

www.olestyr.com

 

Pendopharm

Division of PharmascienceInc

6111 როიალმაუნტ, მონრეალი, ქვებეკი,

კანადა H4P 2T4

რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი გამოყენებული PharmascienceInc ლიცენზიის საფუძველზე.

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE /* Style Definitions */ table.MsoNormalTable {mso-style-name:"Table Normal"; mso-tstyle-rowband-size:0; mso-tstyle-colband-size:0; mso-style-noshow:yes; mso-style-priority:99; mso-style-qformat:yes; mso-style-parent:""; mso-padding-alt:0cm 5.4pt 0cm 5.4pt; mso-para-margin-top:0cm; mso-para-margin-right:0cm; mso-para-margin-bottom:8.0pt; mso-para-margin-left:0cm; line-height:107%; mso-pagination:widow-orphan; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; mso-ascii-font-family:Calibri; mso-ascii-theme-font:minor-latin; mso-hansi-font-family:Calibri; mso-hansi-theme-font:minor-latin;}