მენოპერლი

 

ქალების დასახმარებლად მენოპაუზის დროს

სტანდარტიზებული წითელი სამყურას  ბუნებრივი იზოფლავონების (MF11RCE®) და ჰიალურონის მჟავას უნიკალური კომბინაცია

 მენოპერლი® სპეციალურად შექმნილია პრემენოპაუზის, პერიმენოპაუზის და პოსტმენოპაუზის პერიოდის განმავლობაში ქალების დასახმარებლად

 

MF11RCE®  სპეციალურ ექსტრაქტს წარმოადგენს, რომელიც წითელი სამყურას ნარჩევი მცენარეებისგანაა მიღებული და ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი იზოფლავონის განსაზღვრულ სტანდარტიზებულ თანაფარდობას შეიცავს: ფორმონონეტინი, ბიოქანინი A, გენისტეინი და დაიძეინი. მრავალწლიან სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით, მოცემული შემადგენლობა ყველაზე საიმედო კომბინაცია აღმოჩნდა. მენოპერლის®  ერთი ტაბლეტი სუფთა და კონცენტრირებული იზოფლავონების 80 მგ-ს შეიცავს და ამიტომაც მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალებისთვის ოპტიმალურია.

მხოლოდ ევროპის კავშირში არსებული წითელი სამყურაა გამოყენებული MF11RCE® წარმოებაში, რომელიც კულტივირებულია GAP-ის (Good Agricultural Practice- კარგი აგრიკულტურული პრაქტიკის) მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად, გადამუშავების ყველა პროცესის ზედმიწევნითი კონტროლი ხდება, რაც განაპირობებს იზოფლავონების სისუფთავეს და ოპტიმალურ სტანდარტიზაციას.

მენოპერლის® შემადგენლობაში შემავალი ჰიალურონის მჟავა მიღებულია ბიოფერმენტაციის გზით  და არ შეიცავს ცხოველურ კომპონენტებს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მას აქვს განსაკუთრებულად მაღალი ბიოშეღწევადობა დაბალი და სტანდარტიზებული მოლეკულური მასის გამო. ეს ნიშნავს რომ იგი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

 MF11RCE® და ჰიალურონის მჟავას უნიკალური კომბინაციის წყალობით მენოპერლი® შეუდარებელია მენოპაუზის მქონე ქალებისთვის.

 

მენოპაუზა

 

მენოპაუზა იწყება ჰორმონების პროდუქციის დაქვეითებით. ეს გულისხმობს იმას, რომ მენსტრუაციის ხანგრძლივობა, სიხშირე და ინტენსიურობა იცვლება. თავდაპირველად მენსტრუაცია ხდება არარეგულარული და ნელ-ნელა სრულად წყდება. ცვლილება უფრო ხშირად თანდათანობითია, ვიდრე უეცარი.

მენოპაუზა, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით კლიმაქტერულ პერიოდს მოიცავს, შეიძლება 3 სტადიად დაიყოს, რომლის დასაწყისი და ხანგრძლივობა სხვადასხვა ქალისთვის განსხვავებულია.

  • პრემენოპაუზა: იწყება ბოლო მენსტრუაციამდე 5-10 წლით ადრე, ძირითადად 40-45 წლის ასაკიდან. ჰორმონების პროდუქცია თანდათან ქვეითდება და ციკლი ხდება უფრო და უფრო არარეგულარული. პირველი სიმპტომები, რომელიც შესაძლოა 40 წლის ასაკში გამოვლინდეს, უმეტესად მსუბუქი ხასიათისაა და ხშირად უგულებელყოფილია და სრულებით არაა დაკავშირებული მენოპაუზასთან.
  • პერიმენოპაუზა: იწყება ბოლო მენსტრუაციამდე 1 წლით ადრე და სრულდება ბოლო მენსტრუაციიდან 1 წლის შემდეგ.
  • პოსტმენოპაუზა: მაშინვე მოსდევს პერიმენოპაუზას და სრულდება დაახლოებით 65 წლის ასაკისთვის. ეს სტადია დაახლოებით 12 წელს გრძელდება.

მენოპაუზის დროს ქალები ხშირად უჩივიან სხვადასხვა ფიზიკურ დისკომფორტს, რაც მათი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. დროთა განმავლობაში, ესტროგენების წარმოქმნის შემცირება ოსტეოპოროზისა და არტერიოსკლეროზის რისკს ზრდის.

 მენოპაუზის სიმპტომების სიხშირე და ინტენსიურობა სხვადასხვა ქალისთვის შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს:

 

  მენოპაუზის სიმპტომები

  შრომისუნარიანობის დაქვეითება, კონცენტრაციის უნარის შემცირება, დაღლილობა, ძილის დარღვევები/უძილობა, ხასიათის ცვლილებები, გაღიზიანებადობა

  დეპრესიისა და შფოთვის შეგრძნება, ალები, ოფლიანობის გაძლიერება, ღამით ოფლიანობა, სხეულის ცხიმის გადანაწილების დარღვევა, სხეულის მასის მომატება

  კანისა და ლორწოვანი გარსების (მაგ., ვაგინალური სიმშრალე, მშრალი თვალი) სიმშრალე, მტკივნეულობა სექსუალური აქტის დროს, ლიბიდოს დაქვეითება, სახსრების ტკივილი

 

 

წითელი სამყურას იზოფლავონები

 

იზოფლავონები ადექვატური კონცენტრაციით მხოლოდ გარკვეულ მცენარეებში მოიპოვება. ამ მხრივ, აღსანიშნავია წითელი სამყურა (Trifolium pratense L.), რომელიც მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ოთხი მნიშვნელოვანი იზოფლავონის უნიკალურ კომბინაციას, როგორიცაა, ფორმონონეტინი, ბიოქანინი A, გენისტეინი და დაიძეინი. სწორედ ასეთი კომბინაციით, აღნიშნული იზოფლავონები აუმჯობესებენ მენოპაუზის სიმპტომებს.

იზოფლავონები სუფთა მცენარეული წარმოშობის ნივთიერებებია, რომელთაც ესტროგენის მსგავსი სტრუქტურა გააჩნია. ეს საშუალებას იძლევა, ადამიანის ესტროგენის რეცეპტორს დაუკავშირდნენ, რითაც განპირობებულია იზოფლავონების ჰორმონ-მოდულატორული ფუნქცია. ორგანიზმში მათ, როგორც ესტროგენის მსგავსი, ასევე ანტიესტროგენული ეფექტი აქვთ. ეს ეფექტი სქესის, ესტროგენების დონის და მენოპაუზის სტატუსისგან დამოუკიდებლად ხორციელდება:

  • ესტროგენების დეფიციტის დროს, იზოფლავონები უკავშირდება ესტროგენის რეცეპტორს და წარმოქმნის იმავე ეფექტს, რასაც ქალის ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული ქალის ჰორმონი, თუმცა უფრო მსუბუქი ფორმით.
  • აღნიშნული რეცეპტორებთან შეკავშირება, აგრეთვე, ხდება ესტროგენების დონის მომატებისას. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმში ბუნებრივად წარმოქმნილი ესტროგენები აღარ უკავშირდებიან რეცეპტორს.

იზოფლავონებს შეუძლიათ დადებითად იმოქმედონ ქალის ორგანიზმში ჰორმონულ პროცესებზე. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მენოპაუზის სამივე სტადიის დროს. უკვე ცნობილია, რომ იზოფლავონები მნიშვნელოვანია მენოპაუზის ადრეულ სტადიაში. მენოპაუზის პროგრესირებასთან ერთად, ესტროგენების რეცეპტორები თანდათან მცირდება, რადგანაც ისინი აღარ სტიმულირდება ჰორმონებით ან იზოფლავონებით. ამასთან ერთად, იზოფლავონებს, შესაძლოა, დამცველობითი ეფექტი ჰქონდეთ მოგვიანებითი გართულებების განვითარებაში, როგორიცაა ოსტეოპოროზი და კარდიოვასკულური დაავადებები.

 

ჰიალურონის მჟავა

 

ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ბუნებრივ, ძირითად სტრუქტურულ ნივთიერებას ადამიანის ორგანიზმში. ის უპირატესად წარმოდგენილია კანში, მუხლებში, ხრტილში, სინოვიურ სითხეში და თვალის მინისებრ სხეულში. ჰიალურონის მჟავას ბუნებრივი შემცველობა ორგანიზმში ასაკთან ერთად ქვეითდება დაბერების პროცესების პარალელურად და 50 წლის ასაკისთვის მისი კონცენტრაცია საწყისი კონცენტრაციის დაახლოებით 45%-ს შეადგენს.

თავისი სტრუქტურის გამო, ჰიალურონის მჟავას აქვს უნარი შეიკავშიროს წყლის დიდი რაოდენობა. ჰიალურონის მჟავა დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმის წყლით მომარაგებაზე და უზრუნველყოფს კანის ბუნებრივ ელასტიურობასა და სიმკვრივეს.

ჰიალურონის მჟავას მიღება რეკომენდებულია მშრალი და მგრძნობიარე კანის, ნაოჭების, მსხვრევადი თმისა და ფრჩხილების, ვაგინალური სიმშრალის, მშრალი თვალისა და სახსრების ტკივილისთვის. რეგულარული მიღება უზრუნველყოფს კანსა და ლორწოვან გარსებს დამატებითი დატენიანებით, რითაც ქალებში ბუნებრივი დაბერების პროცესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

 

წითელი სამყურას იზოფლავონების (MF11RCE®) და ჰიალურონის მჟავას უნიკალური კომბინაციით Menopearl® -ის გამოყენება შესაძლებელია ყველა ქალის მიერ მენოპაუზის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს www.menopearl.com

 

Menopearl® შემადგენლობა

 

  ნუტრიციული ინფორმაცია

დღეში

  წითელი სამყურას იზოფლავონები (MF11RCE®)

80 მგ

  ჰიალურონის მჟავა

120 მგ

 

საკვები დანამატი

 

გამოყენების წესი:

 

მიიღეთ 1 ტაბლეტი [O] ერთხელ დღეში საკვების მიღების დროს ან საკვების მიღების შემდეგ რომელიმე სითხესთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

მენოპერლის® ეფექტის განვითარებისთვის, რეკომენდებულია მენოპერლის მიღება სულ მცირე 2 თვის განმავლობაში. მენოპერლი® თქვენი მეგზურია პრემენოპაუზიდან პოსტმენოპაუზის ჩათვლით.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 

არ წარმოადგენს სრულყოფილ და მრავალფეროვან საკვებს, არ მოიაზრება ერთადერთ საკვებ წყაროდ. ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ლაქტოზისგან და ცხოველური დანამატებისგან თავისუფალი.

შეინახეთ ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვის ზომა

 

მენოპერლი® ხელმისაწვდომია შეფუთვაში 28 დღის დოზით ( 1 თვის რაოდენობა).

 

იმპორტი/დისტრიბუცია

შპს „ელელგრუპი“

ტელ:  +995 032 223 81 07 /  +995 599 17 85 25 / +995 591 900347

 

წარმოებულია კომპანიისთვის

Lenus Pharma GesmbH

ვენა/ავსტრია