JAMP _ ქოლესტირამინი

JAMP-ქოლესტირამინი

JAMP-CHOLESTYRAMINE

ქოლესტირამინი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლადUSP (აშშ ფარმაკოპეა) 

მარტივი ფხვნილი (4 გ ქოლესტირამინის ფისი/დოზა)

რეგულარული ფხვნილი (4 გ ქოლესტირამინის ფისი/დოზა)

JAMP-ქოლესტირამინი მარტივი ფხვნილი – შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: თითოეული დოზა შეიცავს 4 გრამ ქოლესტირამინის ფისს.

დამხმარე ნივთიერებები: ასპარტამი  (1გრამი ფხვნილი 33,68მგ ფენილალანინის წყარო), უწყლო ლიმონმჟავა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მედიკამენტისა და საკვების საღებავი-FD&C ყვითელი N6, ფორთოხლის არომატი, ლიმნის არომატი, პროპილენგლიკოლის ალგინატი.

JAMP-ქოლესტირამინი რეგულარული ფხვნილი – შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: თითოეული დოზა შეიცავს 4 გრამ ქოლესტირამინის ფისს.

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, D&C ყვითელი საღებავი N10, D&C ყვითელი საღებავი N10 ლაქი, ყვითელი საღებავი N6, საკონდიტრო შაქარი  (სიმინდის სახამებელი), ფორთოხლის არომატი, ლიმნის არომატი, პროპილენგლიკოლის ალგინატი, საქაროზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

JAMP-ქოლესტირამინი ამცირებს ქოლესტერინის, განსაკუთრებით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინ-ქოლესტერინის (LDL) დონეს სისხლში. JAMP-ქოლესტირამინი ამცირებსნაწლავში ქოლესტერინის შემბოჭველი ნაღვლის მჟავების რაოდენობას  და  აყალიბებს კომპლექსს, რომელიც განავალთან ერთად გამოიყოფა. ნაწლავში ნაღვლის მჟავების რაოდენობის შემცირება იწვევს ქოლესტერინის ნაღვლის მჟავებად გარდაქმნას  და შედეგად, სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას.

განსაკუთრებული მითითებები

 JAMP-ქოლესტირამინის მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით. იგი გამოიყენება ჰიპერქოლესტერინემიის ხანგრძლივი მკურნალობისას  რეკომენდებული სამედიცინო და მკაცრად კონტროლირებული დიეტის დროს, როგორც დამხმარე საშუალება, და არ წარმოადგენს ასეთი დიეტის ალტერნატივას. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე,  ექიმმა დამატებით შესაძლოა, პაციენტს შეურჩიოს  ვარჯიშისა და სხეულის მასის კონტროლის შესაბამისი რეჟიმი. JAMP-ქოლესტირამინი გამოიყენება მხოლოდ სპეციალური მითითებების მიხედვით. არ შეიძლება დოზირების შეცვლა ექიმის რეკომენდაციის გარეშე. არ შეიძლება პრეპარატის შეწყვიტა ექიმის რეკომენდაციის გარეშე, რადგან შესაძლოა,  სისხლში ლიპიდების დონის მომატება გამოიწვიოს. აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებამდე, პაციენტმა უნდა შეატყობინოს  მკურნალ ექიმს თუ აღენიშნება:

გასტროინტესტინალური გვერდითი (არასასურველი) ეფექტების განვითარება უფრო ხშირადაა შესაძლებელი  ხანდაზმულებში.

მიუხედავად იმისა, რომ პერორალური მიღებისას JAMP-ქოლესტირამინი არ შეიწოვება, ვიტამინებისა და ნუტრიენტების შეწოვის პოტენციური დარღვევის გამო, ორსულებში გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები  ნაყოფზე, მეძუძურებში მიღებისას კი –   ჩვილზე.

JAMP-ქოლესტირამინის  ეფექტი მიოკარდიუმის ინფარქტის, ათეროსკლეროზისა და გულის დაავადებების პრევენციაზე ცნობილი არ არის.

გვერდითი ეფექტები (არასასურველი)

მოსალოდნელი პირდაპირი ეფექტის პარალელურად, ნებისმიერმა მედიკამენტმა ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს და გაქრეს ყოველგვარი დამაზიანებელი მოქმედების გარეშე. თუმცა, თუკი არასასურველი ეფექტი გრძელდება ან შემაწუხებელია, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია შეკრულობა. სხვა ნაკლებად ხშირ გვერდით ეფექტებს შორისაა: მუცლის კუნთების დაძაბვა და შებერილობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, გულძმარვა, საჭმლის მონელების დარღვევა, გამონაყარი, კანის გაღიზიანება, ენისა და პერიანალური მიდამოს გაღიზიანება.

მიღების წესი

იმის გათვალისწინებით, რომ JAMP-ქოლესტირამინმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების შეწოვაზე, მათი მიღება სასურველია JAMP-ქოლესტირამინის  მიღებამდე 1 საათით ადრე ან მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ (დასაშვებია დროის უფრო დიდი შუალედით მიღებაც), რათა თავიდან იყოს აცილებული სხვა პრეპარატების შეწოვის დარღვევა.

JAMP-ქოლესტირამინის მარტივი  და   JAMP-ქოლესტირამინის რეგულარული ფხვნილის  მომზადების წესი

JAMP-ქოლესტირამინი მარტივი  და რეგულარული ფხვნილის მიღება მშრალი ფორმით არ შეიძლება, რადგანაც შეიძლება ასფიქსია გამოიწვიოს.

JAMP-ქოლესტირამინი მარტივი და რეგულარული ფხვნილის მიღებამდე საჭიროა  სითხესთან შერევა. ამ მიზნით ფხვნილი შეიძლება გაიხსნას სითხეში ან სითხის შემცველ საკვებში.

JAMP-ქოლესტირამინი მარტივი ან რეგულარული ფხვნილის ერთი პაკეტის შიგთავსს დაუმატეთ 120მლ-180მლ წყალი ან  არაგაზირებული ნებისმიერი სასმელი სურვილის მიხედვით, მაგალითად, რძე, ფორთოხლის წვენი. 1-2 წუთის შემდეგ ინტენსიურად მოურიეთ ან  შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი ხსნარის მიღებამდე. ამის შემდეგ  JAMP-ქოლესტირამინი მზადაა მისაღებად.

ფვნილის შერევა შესაძლებელია სითხის მაღალი შემცველობის საკვებთანაც, როგორიცაა წვნიანი, იოგურტი, პუდინგი.  ჭურჭელში მოათავსეთ    JAMP-ქოლესტირამინი მარტივი  ან რეგულარული ფხვნილის ერთი პაკეტი,  შემდეგ დაასხით  საკვების 120-180მლ  და  კარგად მოურიეთ. 

დოზის გადაჭარბება

JAMP-ქოლესტირამინის  დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით  ექიმს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ან ტოქსიკოლოგიის ცენტრს, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად.

დოზის გამოტოვება

JAMP-ქოლესტირამინი მარტივი  ან რეგულარული ფხვნილის გამოტოვებული დოზების ასანაზღაურებლად ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

შენახვის პირობები

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 15-30°C  პირობებში. მოარიდეთ ნესტს.

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი

JAMP PHARMA CORPORATION

1310 rue Nobel, (Boucherville) ბუჩერვილი, კვებეკი.

ბეჭდვა