პროსტაფინი
პროსტაფინი®
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი
გამოშვების ფორმა
პროსტაფინი®: მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულები: 30 ყუთში.
შემადგენლობა
პროსტაფინი®: თითოეული მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა შეიცავს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის 0.4 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, საქაროზა, პოვიდონი, ეთილ ცელულოზა, რკინის ოქსიდი, ბრილიანტის ლურჯი, ერითროზინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდის შემცველი ყვითელი საღებავი, ჟელატინი.
რატომ უნდა მიიღოთ პროსტაფინი®?
თერაპიული კლასი: უროლოგიური პრეპარატები.
ATC კოდი: G04CA02.
პროსტაფინი® გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომების სამკურნალოდ. აღნიშნული მდგომარეობა ხასიათდება პროსტატის გადიდებით, რაც შარდის გამოყოფის გაძნელებას, შარდის ნაკადის შესუსტებას, შარდვის გახშირებასა და შარდვის შეკავების გაძნელებას იწვევს. პროსტაფინი® ახდენს პროსტატის ირგვლივ კუნთების მოდუნებას, შედეგად შარდვა ხდება თავისუფალი და მცირდება შარდვასთან დაკავშირებული სიმპტომები.
რა უნდა იცოდეთ პროსტაფინის®შესახებ?
პროსტაფინმა® შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, განსაკუთრებით, ფეხზე ადგომისას. საჭიროა სიფრთხილე მანქანის, ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისას და სხვა რაიმე საფრთხის შემცველი სამუშაოების შესრულებისას, სანამ არ გეცოდინებათ, როგორ რეაგირებთ მედიკამენტზე.
რა არის პროსტაფინის®რეკომენდებული დოზა?
მოზრდილებში
პროსტაფინის® რეკომენდებული საწყისი დოზაა 1 კაფსულა (0.4 მგ) ერთხელ დღეში, საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს 2 კაფსულამდე (0.8 მგ) ერთხელ დღეში. არ გაჭყლეტოთ, არ დაღეჭოთ ან გახსნათ კაფსულა.
რა მოიმოქმედოთ დოზის გამოტოვების შემთხვევაში?
მიიღეთ პრეპარატი როგორც კი გაგახსენდებათ. თუკი შემდგომი დოზის მიღების დროა, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ მიღება გეგმიურად. არ მიიღოთ ერთდროულად 2 დოზა.
რა მოიმოქმედოთ ზედოზირების შემთხვევაში?
ნებისმიერი მედიკამენტის ზედმეტად მიღებამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. თუკი ეჭვი გაქვთ ზედოზირებაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. პროსტაფინის® overdose ზედოზირების სიმპტომებია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ძლიერი საერთო სისუსტე.
აქვს თუ არა პროსტაფინს® ურთიერთქმედება საკვებთან ან მედიკამენტებთან?
პროსტაფინის®  მიღება შესაძლებელია სხვა მედიკამენტების უმეტესობასთან ერთად; თუმცა აუცილებლად მიმართეთ ექიმს პროსტაფინის® ალფა-ბლოკერებთან, კლონიდინთან, ციმეტიდინთან და/ან ვარფარინთან ერთად მიღებამდე.
რა არისპროსტაფინის® გვერდითი ეფექტები?
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია:
პათოლოგიური ეაკულაცია (ნაადრევი ეაკულაცია), ზურგის ტკივილი, გულ-მკერდის არეში ტკივილი, ხველა, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ინფექცია, გულისრევა, სისველე ცხვირში, წიაღების პრობლემები, ძილიანობა, ყელის ტკივილი (ანგინა) და საერთო სისუსტე.
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტებია:
ლიბიდოს დაქვეითება, , სტომატოლოგიური პრობლემები, უძილობა და მხედველობის პრობლემები.
იშვიათი გვერდითი მოვლენებია:
შეკრულობა, დაბალი არტერიული წნევა ფეხზე ადგომისას (ორთოსტატიკური ჰიპოტენზია), პერსისტიული მტკივნეული ერექცია, ვერტიგო, ღებინება, გულის აჩქარება.
სიფრთხილის ზომები პროსტაფინთან® დაკავშირებით
იშვიათ შემთხვევებში პროსტაფინმა® შეიძლება გამოიწვიოს ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სისუსტე. პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში მოერიდეთ ავტომობილის მართვას ან სხვა რაიმე საფრთხის შემცველი საქმიანობის განხორციელებას, ნელა ადექით ფეხზე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ პრეპარატი არ იწვევს თავბრუსხვევას. თუკი თავბრუ გეხვევათ, დაჯექით სანამ არ გაგივლით. უკიდურესად იშვიათი (დაახლოებით 1 შემთხვევა 50000-დან) გვერდითი ეფექტია პრიაპიზმი - ხანგრძლივი მტკივნეული ერექცია, რომელიც არაა დაკავშირებული სექსუალურ აქტივობასთან. ასეთი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
რა შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ პროსტაფინი®?
არ მიიღოთ პროსტაფინი® თუკი გაქვთ ალერგია მედიკამენტზე ან მასში შემავალ რომელიმე კომპონენტზე.
როგორია პროსტაფინის® შენახვის წესი?
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე
შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით დაუზიანებლად
გადახედვის თარიღი: ნოემბერი 2012.
პროსტაფინი®
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი
BentaSAL
Dbayeh - Lebanon
არაბეთის ჯანმრთელობის სამინისტროს საბჭო
არაბეთის ფარმაცევტული გაერთიანება
აღნიშნული წარმოადგენს მედიკამენტს
- მედიკამენტი წარმოადგენს პროდუქტს, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე და მისი  გამოყენება ინსტრუქციის საწინააღმდეგოდ საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის
- მკაცრად მიყევით ექიმის დანიშნულებას, გამოყენების წესსა და ფარმაცევტის ინსტრუქციებს, ბინც მოგყიდათ მედიკამენტი.
- ექიმი და ფარმაცევტი არიან  მედიკამენტის სარგებლისა და რისკის ექსპერტები
- თვითნებურად არ შეწყვიტოთ თქვენთვის დანიშნული მკურნალობის კურსი
- ექიმის დანიშნულების გარეშე არ გაიმეოროთ მედიკამენტების იგივე კურსი
- მედიკამენტი: შეინახეთ ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ელელგრუპი“
მის: კანდელაკის ქ. N9, II სართ. თბილისი.
ტელ: 032 223 81 07 / 591 900 347